თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო აქვეყნებს რადიო თავისუფლების ჟურნალისტის ნიკო ნერგაძესთან ერთად მომზადებულ წიგნს: ვის ეკუთვნის საქართველო.
„ცხადია, რომ ვითარება, როდესაც ქვეყნის უმდიდრესი ადამიანი იმავდროულად მმართველი პარტიის ლიდერი და ქვეყნის დე ფაქტო მმართველია, ახალი ტიპის გამოწვევაა დემოკრატიული პოლიტიკური სისტემისა და მისი საკვანძო ინსტიტუტებისთვის. რა შედეგები აქვს ძალაუფლების ამგვარ კონსოლიდაციას სასამართლოსთვის, სამართალდამცავი სისტემისთვის ან მედიისთვის? როგორ აისახება ის საარჩევნო პროცესზე? რა გავლენას ახდენს ის მოქალაქეების ყოველდღიურობაზე და როგორ ცვლის მათ უშუალო საცხოვრებელ გარემოს? ამ და ზოგიერთ სხვა კითხვაზე პასუხის გაცემას შევეცადეთ წიგნში, რომელიც რადიო თავისუფლების ჟურნალისტ ნიკო ნერგაძესთან ერთად მოვამზადეთ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)