en
ge

IDFI აზარტული თამაშების წინააღმდეგ ელექტრონული პეტიციის განხილვას დააკვირდება

IDFI აზარტული თამაშების წინააღმდეგ ელექტრონული პეტიციის განხილვას დააკვირდება

თბილისი. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აზარტული თამაშების წინააღმდეგ ელექტრონული პეტიციის განხილვას დააკვირდება.

„საქართველოს მთავრობის ელექტრონული პეტიციების პორტალის (ICHANGE.GOV.GE) ამოქმედებიდან ორი წლის შემდეგ პირველად მოხერხდა საკმარისი ხელმოწერის მოგროვება, რაც საქართველოს მთავრობას ვალდებულს ხდის განიხილოს და უპასუხოს პეტიციის მხარდამჭერებს.

წარმატებული პეტიცია სახელწოდებით „კამპანია აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არა მოსამართლე წევრ, ანა დოლიძეს ეკუთვნის, რომელიც 2019 წლის 4 ნოემბერს დარეგისტრირდა. ინიციატივამ 10,000 ხელმოწერის მოგროვება 30-დღიანი ვადის გასვლამდე შეძლო და საერთო ჯამში,10,182 ხელმოწერით დასრულდა. პეტიციის ავტორები და მხარდამჭერები აზარტულ თამაშებზე რეგულაციების შემოღებასა და მათი ყველა სახის რეკლამის აკრძალვას მოითხოვენ“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: idfi.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)