კახეთი. საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ახმეტაში ,,დღის სოციალური ცენტრი” გახსნა. ცენტრის ფარგლებში 2 ახალი პროექტი მიმდინარეობს, კერძოდ: ,,ვიმოქმედოთ ერთად”, Pრომლის მხარდამჭერია ავსტრიის წითელი ჯვრისა და ავსტრიის განვითარების სააგენტო, Aასევე პროექტი - ,,სოციალური სტრატეგიებისა და მომსახურების განვითარება ყველაზე დაუცველთათვის საქართველოში, ერთობლივად ადგილობრივი ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიერ”, რომელიც ხორციელდება დანიის წითელი ჯვრისა და ევროკავშირის მხარდაჭერით.
დღის სოციალური ცენტრის აღმასრულებელი მდივანი თამარ ყეინიშვილი:
,,პროექტის მიზანია, ურთიერთობები მოწესრიგება და ნდობის მოპოვება ეროვნულ უმცირესობებთან, საჭიროებისამებრ დაეხმაროს მოხუცებს და ადგილობრივებს სხვადასხვა სახის პრობლემების მოგვარებაში. ცენტრს აქვს 3 ძირითადი შტაბი ახმეტაში, ზემო ალვანსა და დუისში".