თბილისი. 9 დეკემბერს, 156-ე საჯარო სკოლაში ბულინგისა და ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ მორიგი საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა.
„შეხვედრა, ამავე სკოლის მოსწავლეების მშობლებთან და მასწავლებლებთან გაიმართა, სადაც ფსიქოლოგები - მაია ცირამუა და ქეთი ფილაური აუდიტორიასთან განიხილავდნენ სასკოლო სივრცეში ბულინგის სხვადასხვა ფორმებს; შეხვედრაზე მასწავლებლებმა და მშობლებმა ფსიქოლოგებთან ერთად იმსჯელეს ბულინგის პრევენციის გზებზე და ბავშვთა მიმართ ძალადობის მათთვის ცნობილი კონკრეტული შემთხვევები განიხილეს“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)