თბილისი. საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირმა, ევროსაბჭომ და გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს.
ღონისძიება სლოგანით „ახალგაზრდები ადამიანის უფლებათა დასაცავად“ მოიცავდა ოფიციალურ გამოსვლებს, ასევე საინფორმაციო აქტივობებს მოსახლეობისთვის ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების გასაცნობად.
ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გამოთქვეს მხარდაჭერა საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით განხორციელებული საქმიანობის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდული ინიციატივების მიმართ.
წყარო: https://eeas.europa.eu
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)