თბილისი. 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს, ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში და მისმა პარტნიორმა ორგანიზაციებმა გამართეს ღონისძიება თბილისი მოლში.
„ღონისძიებაზე მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ სახალისო და საინტერესო აქტივობების საშუალებით მიეღოთ ინფორმაცია ადამიანის უფლებების შესახებ და გაცნობოდნენ ამ მიმართულებით ევროკავშირის მიერ საქართველოში განხორციელებულ პროექტებს“. ღონისძიების ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დამსწრეებს კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ პროდუქტები წარუდგინა.
კამპანია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში იმართება. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტთან (CSI), ტრენინგის და კონსულტაციის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევის და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS).
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)