en
ge

საჯარო სამსახურის ბიუროს განცხადება კითხვებს ბადებს

საჯარო სამსახურის ბიუროს განცხადება კითხვებს ბადებს

თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ ეხმაურება საჯარო სამსახურის ბიუროს 10 დეკემბრის განცხადებას, რომელიც ეხება ორგანიზაციის მიერ იმავე დღეს გამოქვეყნებულ კვლევას მინისტრების და მათი მოადგილეების ბიზნეს კავშირებზე.

„ბიუროს განცხადება დიდწილად ბუნდოვანია და უმეტეს შემთხვევაში რთულია იმის გაგება, თუ კონკრეტულად კვლევაში მოყვანილ რომელ ფაქტებს ან დასკვნებს აყენებს ბიურო ეჭვქვეშ. ასევე, უკიდურესად შემაშფოთებელია თავად საჯარო სამსახურის ბიუროს განცხადების სულისკვეთება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ბიურო მიზნად ისახავს პოლიტიკური თანამდებობის პირების დაცვას კრიტიკისგან და ამ მიზნის მიღწევას ცდილობს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მიერ განხორციელებული კვლევის დისკრედიტაციის საშუალებით. ასეთი ქმედება ძირეულად ეწინააღმდეგება ბიუროს, როგორც პოლიტიკურად ნეიტრალური საჯარო ინსტიტუტის, მისიას“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: www.transparency.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023

სსო მეტრი – ქვეყნის ანგარიში, 2023