თბილისი. 10 დეკემბერს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ექსპერტ ნანა მჭედლიძესთან თანამშრომლობით საქართველოს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გამართა ამავე ექსპერტის ორი სახელმძღვანელოს („შრომითი უფლებები“ და „საცხოვრისის უფლება“) პრეზენტაცია.
„სახელმძღვანელოებში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან ერთად, ევროპული სოციალური ქარტიითა და ევროპული კავშირის ძირითად თავისუფლებათა ქარტიით დადგენილი სტანდარტების ჭრილში არის მიმოხილული საცხოვრისის უფლებისა და შრომითი უფლებების სხვადასხვა ასპექტი და სახელმწიფოს მიერ გასატარებელი პოლიტიკის გარკვეული კომპონენტები.“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)