თბილისი. 2019 წლის 11 დეკემბერს სახალხო დამცველისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით გაიმართა კონფერენცია „ფემიციდის პრევენცია და მონიტორინგი“. კონფერენციის მიზანს წარმოადგენდა ფემიციდის, როგორც ქალთა მკვლელობის უკიდურესი ფორმის და სისტემური პრობლემის განხილვა და მასზე მსჯელობა.
ანგარიშის ძირითადი მიგნებების შედეგად გამოიკვეთა, რომ კვლავ პრობლემას წარმოადგენს სასამართლოს მიერ ქმედების ფემიციდად ან ფემიციდის მცდელობად კვალიფიკაცია. იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ხდება გენდერული მოტივის დადგენა, ეს არ აისახება სასჯელის დამამძიმებელ გარემოებაზე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროკურატურამ გაატაროს სათანადო ღონისძიებები ქალის მკვლელობის ან მკვლელობის მცდელობის საქმეში გენდერული მოტივის გამოსაკვეთად.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)