თბილისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” საპარლამენტო მონიტორინგის პროექტის ფარგლებში შესრულებული კვლევა მოიცავს გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობას 2018 წლის 29 ივლისიდან - 2019 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდში.
„წარმოდგენილი კვლევის ფარგლებში შესწავლილი და შეფასებულია საბჭოს აქტივობა სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულების განსაზღვრის ხელშეწყობის, კანონმდებლობის გენდერული ანალიზის, ახალ საკანონმდებლო ინიციატივებზე მუშაობის და გენდერულ საკითხებთან დაკავშირებით ანგარიშვალდებული ორგანოების საქმიანობის ზედამხედველობის მიმართულებით“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)