აჭარა. საია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის კიდევ ერთ მუხლს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შპს „ბექანასის“ სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. დავის საგანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 571-ე მუხლი, რომლის მიხედვითაც სათანადო ლიცენზიის გარეშე წიაღისეულით სარგებლობა იწვევს სამართალდამრღვევის დაჯარიმებას 1000-დან 1500 ლარამდე, ასევე სამართალდარღვევის იარაღისა და სამართალდარღვევის ობიექტის კონფისკაციას.
წყარო: https://gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)