შიდა ქართლი. დღეს, საქართველოს სახალხო დამცველი შიდა ქართლის სკოლის მოსწავლეებს შეხვდა და ადამიანის უფლებების სწავლების მნიშვნელობაზე და ამ პროცესში სახალხო დამცველის როლზე, მის საქმიანობასა და მანდატზე ესაუბრა.
სახალხო დამცველმა ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით მუდმივად მზარდი საფრთხეები და გამოწვევები მიმოიხილა; აპარატის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ ინფორმაციის მიღების ფორმები, რეაგირება და რეკომენდაციების შესრულებაზე მეთვალყურეობის საკითხები და აპარატისადმი მომართვიანობის მექანიზმი გააცნო.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)