en
ge

საია შსს-ს მინისტრისა და მისი მოადგილის, ნინო ცაციაშვილის გადადგომას ითხოვს

საია შსს-ს მინისტრისა და მისი მოადგილის, ნინო ცაციაშვილის გადადგომას ითხოვს

თბილისი. საია-ს ადვოკატი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ლუკა სირაძის საქმის მასალებს გუშინ გვიანობამდე ეცნობოდა და ახლა ორგანიზაცია შსს-ს მინისტრისა და მისი მოადგილის, ნინო ცაციაშვილის გადადგომას ითხოვს. 

„ამ დროისათვის, საქმის მასალებით დგინდება, რომ არასრულწლოვანზე ზეწოლას პოლიციის მინიმუმ კიდევ 3 თანამშრომელი ახორციელდება, რომელთა ვინაობაც დადგენილი არ არის. ასევე, დასტურდება, რომ ბავშვი პოლიციის განყოფილებაში მშობლის გარეშე დროის სხვადასხვა მონაკვეთში, მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა გარემოცვაში რამდენჯერმე დარჩა. მათ შორის, ბავშვს ცალკე ესაუბრებოდა ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე“, - ვკითხულობთ საია-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში, - „აღსანიშნავია, რომ 15 დეკემბერს, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი საგანგებოდ გამართულ პრესკონფერენციაზე უარყოფდა ბავშვის განცალკევებით გამოკითხვის და მასზე პოლიციის განყოფილებაში განხორციელებული ზეწოლის ფაქტს. პოლიტიკური პასუხისმგებლობა პოლიციის განყოფილებაში მომხდარ დანაშაულზე ეკისრება შინაგან საქმეთა მინისტრს და მის მოადგილეს, ნინო ცაციაშვილს. საია მოითხოვს მათ დაუყოვნებლივ დატოვონ დაკავებული თანამდებობები“. 

სრულად... 

წყარო: https://gyla.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)