თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო, განცხადებას ავრცელებს.
„აღნიშნული ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ ააშკარავებს სახელმწიფო უწყებებში არსებულ სისტემურ გამოწვევებს. საგანმანათლებლო და სამართალდამცავმა სამსახურებმა ვერ შეძლეს მოზარდის ინდივიდუალური საჭიროებების გამოკვეთა და ამ საჭიროებებზე მორგებული მხარდამჭერი სოცილური და ფსიქოლოგიური მიდგომების გატარება. ეს საქმე ააშკარავებს განათლების, მართლმსაჯულების და სოციალური მხარდაჭერის სისტემების გაუმართაობას და მათ შორის კოორდინაციის და ურთიერთგაძლიერების მიდგომის სისუსტეს. ცხადია, ამ პირობებში მიუღწეველი რჩება „არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსის“ მიზნები, რომლის ამომავალ პრინციპს მართლმსაჯულების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა წარმოადგენს. ამავდროულად, სახელმწიფოს მხრიდან არასაკმარისი ყურადღება ეთმობა ზოგადად სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავებასა და იმპლემენტაციას“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: https://emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)