ქვემო ქართლი. მარნეულის მერიის მიერ გაკეთებული საქმიანობის ანგარიშის თაობაზე, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) განცხადებას ავრცელებს.
„2019 წლის 18 დეკემბერს მარნეულის მერიამ საზოგადოებას 2019 წლის საქმიანობის ანგარიში წარუდგინა. იმის გამო, რომ მერმა ვერ შეძლო ანგარიშის პირადად წარდგენა, საზოგადოებას დოკუმენტი მისმა მოადგილემ, ლაშა ლობჟანიძემ გააცნო. შეხვედრის ფარგლებში მერის მოადგილის მიერ გაკეთებულმა საჯარო განცხადებებმა გამოავლინა, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ადმინისტრაციას სათანადოდ არ აქვს გააზრებული ეთნიკური უმცირესობების წინაშე მდგარი სოციალური, პოლიტიკური და კულტურული გამოწვევები და არც მათი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები ესმის სათანადოდ“, - ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: https://emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)