აჭარა. ხულოს განვითარების ჯგუფის (LAG) წევრებმა, საოჯახო სასტუმროს ოპერატორებმა და აგროტურისტული მეურნეობის მართვით დაინტერესებულმა 20-მდე წარმომადგენელმა ეკოტურისტული და აგროტურისტული მეურნეობის მართვის ტრენინგში მიიღო მონაწილეობა.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ხულოს მუნიციპალიტეტში აგრომეურნეობების ტურისტულ ობიექტებად ფორმირების ძირითადი მოთხოვნების და სტანდარტების განსაზღვრას და დანერგვის ხელშეწყობას. ტრენინგი ევროკავშირის მხარდაჭერით ENPARD-ის ხულოს პროექტის ფარგლებში ჩატარდა და მას „საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის“ საგანმანათლებლო პროექტების მენეჯერი ნატა რობიტაშვილი უძღვებოდა.
წყარო: http://enpard.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)