თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს განცხადებას, რომელიც რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვის კუთხით არსებული გამოწვევებს ეხება.
„მიმდინარე წელს არა ერთხელ დადგა დღის წესრიგში რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული საკანონმდებლო სტანდარტების და გარანტიების გაუარესებასთან დაკავშირებული ინიციატივები (მათ შორის, რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღებასთან, მუსლიმი ქალების რელიგიური ატრიბუტიკის აკრძალვასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან არადომინანტური რელიგიების სასულიერო პირების გათავისუფლების წესის გაუქმებასთან დაკავშირებული ინიციატივები). აღნიშნული ინიციატივების შეჩერება მეტწილად რელიგიური ორგანიზაციებისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე აქტორების ორგანიზებით და ადვოკატირებით მოხერხდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
წყარო: https://emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)