თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მიიჩნევს, რომ Facebook-ის განცხადება დაუყოვნებლივ რეაგირებას საჭიროებს.
„20 დეკემბერს Facebook-მა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ კომპანიამ სოციალურ ქსელში არსებული ასობით ყალბი და კოორდინირებულ არაავთენტურ ქცევაში შემჩნეული გვერდი, ჯგუფი და მომხმარებელი წაშალა“, - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გავცელებულ განცხადებაში, - „გავლენებისგან თავისუფალი საგამოძიებო ორგანოების პირობებში, გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გამოძიება დაუყოვნებლივ უნდა დაწყებულიყო. ობიექტური გამოძიების შემთხვევაში შესაძლოა გამოიკვეთოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული რამდენიმე დანაშაულის ნიშანი“.
წყარო: https://www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)