აჭარა. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2019 წლის 20 დეკემბერს არსებითად განსახილველად მიიღო საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი, რომელიც შეეხება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის კონსტიტუციურობას.
კონსტიტუციურ სარჩელში სადავოდ არის გამხდარი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების ფარული კენჭისყრით შერჩევის წესი, რომლის დროსაც, არ ხდება დასაკავებელ თანამდებობასთან კანდიდატის შესაბამისობის დასაბუთება.
წყარო: http://ombudsman.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)