თბილისი. თბილისში მესაკუთრის მიერ ან მისი თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში განთავსების შეზღუდვას საია საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.
„დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გიორგი გოცირიძის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოში ახალი სარჩელი წარადგინა. დავის საგანია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1502-ე მუხლის პირველი პუნქტის სიტყვები - „პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების განთავსება ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“ იმ ნორმატიული შინაარსით, რომელიც გამორიცხავს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მესაკუთრის მიერ ან მესაკუთრის თანხმობით პლაკატების, ლოზუნგების, ბანერების სპონტანური აქციის ფარგლებში ხანმოკლე ვადით, დროებითი განთავსების შესაძლებლობას ისეთ ადგილებზე, რომლებიც საამისოდ არ არის გამოყოფილი“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)