თბილისი. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესტან დაკავშირებით, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი განცხადებას ავრცელებს.
„სოფელ დუისში მაჩალიკაშვილების ოჯახში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მასშტაბური სპეცოპერაციის ჩატარებიდან 2 წელი გავიდა, თუმცა თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის სასტიკი ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიებას ამ დრომდე რაიმე შედეგი არ მოჰყოლია. გამოძიების დაწყებიდან 2 წლის თავზე არც ერთი პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა არ არის დაწყებული და თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლებს არ აქვთ მინიჭებული დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: https://emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)