en
ge

იძულების მსხვერპლი კიდევ ერთი არასრულწლოვანი გახდა

იძულების მსხვერპლი კიდევ ერთი არასრულწლოვანი გახდა

თბილისი. „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ დაცვის სამსახურის თანამშრომლების მიერ იძლებით დაკავებული მოზარდის საქმეს სწავლობს. 

როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციდან ირკვევა, 2019 წლის 19 დეკემბერს 11 წლის ნ.ა. სკეიტბორდით წაიქცა და დაეჯახა მეტრო „ახმეტელის თეატრის'' მიმდებარედ არსებულ სავაჭრო ცენტრის კარის მინას, რომელიც გაიბზარა. ბავშვი შეაჩერეს დაცვის თანამშრომლებმა და, მისი ნების საწინააღმდეგოდ, აიყვანეს შენობის მე-2 სართულზე მდებარე დაცვის უფროსის ოთახში. თხოვნის მიუხედავად, ბავშვს არ დაალევინეს წყალი და მარტო დატოვეს უფანჯრო ოთახში, სადაც მშობლების მოსვლამდე გააჩერეს. დაცვის თანამშრომლებმა მშობლებს მოსთხოვეს ზიანის ანაზღაურება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, პატრულის გამოძახებით დაემუქრნენ. მამა იძულებული გახდა დაეწერა ხელწერილი, რომ ზიანს აანაზღაურებდა. ბავშვი მხოლოდ ამის შემდეგ გათავისუფლეს. 

სრულად... 

წყარო: https://article42.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)