თბილისი. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, ძველ თბილისში მეწარმე ქალების პროდუქტების საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
საშობაო გამოფენა-გაყიდვაზე იმ ქალების პროდუქტი იყო წარმოდგენილი, რომლებიც პროექტის "ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის საქართველოში ფარგლებში" მონაწილეები არიან.
ღონისძიება საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ინიციატივითა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, ნორვეგიის მთავრობის დაფინანსებით ჩატარდა.
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)