იმერეთი. ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის სოფელ დიმში, ფარცხანაყანევში, ორპირში, ასევე ქუთაისის უნივერსიტეტში, ახალგაზრდებისა და პედაგობისთვის ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები მედია წიგნიერების თემაზე. შეხვედრების მიზანს წარმოადგენდა მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება დეზინფორმაციაზე, ფაქტების გადამოწმების, ანტი-დასავლურ პროპაგანდისა და მედია წიგნიერების კუთხით.
ეს ღონისძიება ორგანიზებულია ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის (PITA) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) მიერ, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. პროგრამის პარტნიორია განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC).
წყარო: გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)