თბილისი. კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შეფასება მოამზადა.
„პირველად საქართველოს ისტორიაში, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები უვადოდ დაინიშნენ. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის ყურადღებით აკვირდებოდა ამ პროცესის ყველა ეტაპს. წინამდებარე ნაშრომი აფასებს უზენაესი სასამრთლოს მოსამართლეობის კანდიდატებს პარლამენტის საკომიტეტო მოსმენების ანალიზის საფუძველზე. დოკუმენტში მოცემულია 19 კანდიდატის შეფასება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით გათვალისწინებული კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმების მიხედვით“, - აღნიშნულია შეფასებაში.
წყარო: კოალიციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)