2020 წლის 8 იანვარს, ადამიანის უფლებებს სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს (EMC) ევროსასამართლოსგან ოფიციალურად ეცნობა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქმეზე „მაჩალიკაშვილები და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ სადავო პროცედურების განხილვა დაიწო.
ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროსასამართლოს მიერ, მხარეებისთვის მიცემული 12 კვირიანი ვადა, მეგობრული მორიგების შესაძლებლობის განსახილველად ამოიწურა და მხარეებმა მორიგებაზე უარი განაცხადეს. სადავო პროცედურების ფარგლებში, მთავრობას განესაზღვრა ვადა 2020 წლის 31 მარტამდე ევროსასამართლოს წარუდგინოს საკუთარი მოსაზრებები მაჩალიკაშვილების ოჯახის განაცხადთან დაკავშირებით, ასევე უპასუხოს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებსა და მოთხოვნებს.
წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)