თბილისი. არასამთავრობო ორგანიზაციები სახელმწიფო ინსპექტორს მოუწოდებენ პროკურატურას წურწუმიას საქმის გადაცემის მოთხოვნით მიმართოს. „ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციები მივიჩნევთ, რომ 2020 წლის 2 იანვარს, 24 წლის ახალგაზრდის, მურად წურწუმიას მიმართ ჩადენილი დანაშაული, რასაც მისი სიცოცხლე შეეწერა, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უნდა გამოიძიოს. შესაბამისად მოვუწოდებთ სახელმწიფო ინსპექტორს, გამოიყენოს კანონმდებლობით მის ხელთ არსებული ბერკეტები და საქმის გამოსაძიებლად გადასაცემად შესაბამისი მოთხოვნით პროკურატურას მიმართოს“, ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)