en
ge

საქართველოს სამოქალაქო სექტორის შეფასება – კვლევის ანგარიში

საქართველოს სამოქალაქო სექტორის შეფასება – კვლევის ანგარიში

თბილისი. საქართველოს სამოქალაქო სექტორის შეფასება EWMI ACCESS-ის და კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის (CTC) ინიციატივით 2019 წელს განხორციელდა.

„კვლევა აფასებს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებიდან 2018 წლის ბოლომდე და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობას ოთხი ძირითადი მიმართულებით: საზოგადოების ნდობა და ლეგიტიმაცია, გავლენა პოლიტიკაზე, სიცოცხლისუნარიანობა, და ფინანსური მდგრადობა და სექტორთაშორისი თანამშრომლობა. 

არასამთავრობო ორგანიზაციებს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით დემოკრატიის დაცვასა და საქართველოს დემოკრატიულ წინსვლაში. ეს განსაკუთრებით თვალში საცემია ადამიანის უფლებების დაცვის, დისკრიმინაციის დაუშვებლობისა და ტოლერანტობის დამკვიდრების მიმართულებებში, რომლებშიც საქართველო, ტრადიციულად, ლიდერობს აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ და უფრო ფართო რეგიონის ქვეყნებს შორის. მიუხედავად ამისა, პრობლემები კვლავ არის. ეს, პირველ რიგში, უკავშირდება სამოქალაქო სექტორის საქმიანობაში საზოგადოების მონაწილეობის დაბალ დონეს, რომელიც ნაწილობრივ იმით აიხსნება, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არასაკმარისად არიან ჩართული ისეთი საკითხების მოგვარებაში, რომლებიც ფართო საზოგადოებას აწუხებს, როგორიცაა განათლება, ჯანმრთელობის დაცვა, ეკონომიკური განვითარება და სოციალური კეთილდღეობა“, ნათქვამია კვლევაში.

სრულად...

წყარო: ewmi-access.org

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)