თბილისი. ყოფილი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ დანიშვნის შემდეგ, საპროკურორო საბჭოს ახალი გენერალური პროკურორის დანიშვნის ვალდებულება ექმნება. ამასთან დაკავშირებით, კოალიცია სამართლიანი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, განცხადებას ავრცელებს.
„იმისათვის რომ პროცესის მიმართ არსებობდეს მაღალი საზოგადოებრივი ნდობა, აუცილებელია: საპროკურორო საბჭომ შეიმუშავოს კონკურსის ჩატარების პროცედურები და კრიტერიუმები, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამოქალაქო/პროფესიული ჯგუფების უფრო აქტიურ ჩართვას კანდიდატების შერჩევის პროცესში; კანდიდატების შერჩევა-წარდგენასთან დაკავშირებით მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებაში საბჭომ დაასაბუთოს, რომ კანდიდატები აკმაყოფილებენ გენერალური პროკურორის თანამდებობის დაკავებისთვის საჭირო კრიტერიუმებს; მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ აიღოს პასუხისმგებლობა, რომ გენერალურ პროკურორს არ შეარჩევს ვიწრო-პარტიული ინტერესით და პარლამენტში მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება დაეფუძნება სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას შორის კონსენსუსს“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
წყარო: https://idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)