თბილისი. ორგანიზაციის, „კონსტიტუციის 42-ე მუხლი", აღმასრულებელი დირექტორი ლადო მკერვალიშვილი გახდა.
ლადო მკერვალიშვილს მიღებული აქვს ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში: ფლობს სამართალმცოდნეობის მაგისტრის ხარისხს თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და ინგლისური ენის მაგისტრის ხარისხს დასავლურ ენათა და კულტურათა სახელმწიფო ინსტიტუტიდან; სწავლობდა კაიროს (ეგვიპტე) უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ ფაკულტეტზე; იყო ვენეციის (იტალია) კაფოსკარის უნივერსიტეტის მკვლევარი. ამჟამად არის თბილისის ღია უნივერსუტეტის სრული პროფესორი, ევროპის საბჭოს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის ( GREVIO) წევრი; ევროსაბჭოს წარმომადგენლობის საქართველოში, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP); განათლების ხარისხის განვითარების ცენტრის ექსპერტი.
წყარო: https://article42.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)