en
ge

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონი: საია-ს დასკვნა

„ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ კანონი: საია-ს დასკვნა

თბილისი. საია-მ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა დასკვნა პარლამენტის წევრის, ირაკლი სესიაშვილის მიერ ინიცირებულ კანონპროექტზე „ინფორმაციული უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

„აღნიშნული კანონპროექტით ოპერატიულ-ტექნიკურ სააგენტოს პირდაპირი წვდომა ექნება საჯარო დაწესებულებების ინფორმაციაზე, მათ შორის პირადი სახის ინფორმაციასა და ქსელურ სენსორებზე, ხოლო ინტერნეტ პროვაიდერების მეშვეობით გაცვლილ ინფორმაციაზე, მას არაპირდაპირ ექნება წვდომა, რაც საშუალებას მისცემს სააგენტოს, გააკონტროლოს ინტერნეტში გასული ნებისმიერი ინფორმაცია. საყურადღებოა ისიც, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვის პროცესი მიმდინარეობს არსებითი დარღვევებით, რადგან ითვალისწინებს ძირითად უფლებათა შეზღუდვის მნიშვნელოვან საფუძვლებს, ხოლო განხილვაში სავალდებულო კომიტეტის სახით არ მონაწილეობს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, წარმართოს საკანონმდებლო პროცესი ყველა შესაბამისი კომიტეტის ჩართულობით, არ დაუშვას კანონპროექტის მიღება შემოთავაზებული ფორმით და კანონპროექტის განხილვა მოხდეს მხოლოდ ფართო საზოგადოებრივი ჩართულობისა და დისკუსიის შედეგად“, - წერია დასკვნაში.

სრულად... 

წყარო: ორგანიზაციის ვებგვერდი

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)