სამცხე-ჯავახეთი. ბორჯომში, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, აგრარულ პროფესიულ განათლებაში, სექტორული უნარების ორგანიზაციის „აგრი-დუო” წევრთა შესაძლებლობების გაძლიერების ტრენინგი მიმდინარეობს. ტრენინგს შვეიცარიელი ექსპერტი აგრარულ პროფესიულ განათლებაში, ჯეიკობ როში უძღვება.
„შეხვედრას, დონორი ორგანიზაციის, სახელმწიფო უწყების, კერძო სექტორისა და სხვადასხვა სექტორული ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებიან“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)