თბილისი. კრებული განკუთვნილია ყველასთვის, ვისთვისაც ძვირფასია თავისუფლება, ღირსება, სამართლიანობა, კაცთმოყვარეობა, პატრიოტიზმი და დემოკრატია. „ვეცადეთ, მკითხველისათვის შეგვეთავაზებინა დროთა განმავლობაში ცვლადი და მრავალფეროვანი სურათი ქართულ აზროვნებაში თავისუფლების, სამართლიანობისა და დემოკრატიის შესახებ“, ნათქვამია პუბლიკაციის შესავალში.
ავტორებს შორის არიან სხვადასხვა ეპოქაში მცხოვრები, განსხვავებული სქესის, ასაკის, სოციალურ-ეკონომიკური თუ პოლიტიკური სტატუსის მქონე ადამიანები. ავტორების შეხედულებები და გამოხატვის ფორმები მრავალფეროვანია. თქვენ შეხვდებით ნებისმიერი ჟანრის ტექსტს.
კრებული გამოსცა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა (CSI), პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში და წარმოადგენს ფართომასშტაბიანი კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ნაწილს. პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ დაფინანსებულია ევროკავშირის და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)