თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა კონკურსში „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ გამოავლინა გამარჯვებულები.
კონკურსი კამპანიის „ეს ქვეყანა შენიას“ ნაწილია და მისი მიზანია საქართველოს მასშტაბით გამოავლინოს ჟურნალისტები საქართველოს მასშტაბით, რომლებიც რეგულარულად და კომპეტენტურად აშუქებდნენ სამოქალაქო საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებს და განვითარების შესაძლებლობებს.
საქართველო რეგიონებში მომუშავე ორგანიზაციებს საშუალება ჰქონდა შეერჩიათ თავიანთ რეგიონში მომუშავე საუკეთესო ჟურნალისტი და ასევე დაესახელებინა ცენტრალური მედიის ერთი წარმომადგენელი.
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 17 იანვარს გამარჯვებულები დაასახელა: გურია - თამთა დოლიძე - ტელეკომპანია "გური", აჭარა - ირაკლი ყურუა - გადაცემა ჰეშთეგი, აჭარა TV, იმერეთი - თამუნა ქავთარაძე, მეგა TV , კახეთი - მარიამ მეგრელიშვილი - TV ,,თანამგზავრი'', სამეგრელო-ზემო სვანეთი - ნანა ხუბუტია, live press, სამცხე – ჯავახეთი - რუსუდან გვარამაძე TV9, ქვემო ქართლი - ეკატერინე ერაძე, მარნეული TV , შიდა ქართლი - ნინო ჩიბჩიური, ტელეკომპანია „თრიალეთი“ , რაჭა–ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - მარინე სვანიძე, kvira.ge. ცენტრალური - მიხეილ სესიაშვილი, მთავარი არხი, CSI-ის სპეციალური პრიზი - ნეტგაზეთი.
ეს არის კარგი შესაძლებლობა საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის, გამოხატონ მადლიერება და წაახალისონ მედიის ის წარმომადგენლები, რომლებიც სამოქალაქო საზოგადოების ცხოვრებას და საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობას აქტიურად აშუქებენ.
კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას, სამოქალაქო ღირებულებების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის პოპულარიზაციასა და სამოქალაქო აქტივიზმის ხელშეწყობას. სამოქალაქო კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი და კონრად ადენაუერის ფონდი.
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)