თბილისი. კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის აქვეყნებს განცხადებას ინსპექტორის შერჩევის პროცესის მიმდინარეობის შესახებ.
„უცნობია დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილეთა ვინაობა, დახურულ ფორმატში ჩატარებული გასაუბრებების გამო, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს ასევე არ მოგვეცა პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა. სასამართლო სისტემაში კლანის გავლენების და მასსა და მმართველ გუნდს შორის არსებული მანკიერი გარიგების გათვალისწინებით, კონკურსის გაუმჭვირვალედ ჩატარება კიდევ უფრო ამცირებს შერჩეული კანდიდატის მიმართ საზოგადოების ნდობას“, ნათქვამია განცხადებაში.
წყარო: www.transparency.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)