თბილისი. 17 იანვარს, თბილისში, მოხალისეობის ეროვნული ფორუმი – „შენთვის, ჩემთვის, ცვლილებებისთვის – მოხალისეობის დროა“ გაიმართა განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) მიერ, საქართველოს ეროვულ უნივერსიტეტში სეუ.
„ფორუმი ორგანიზებულია პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” ფარგლებში, რომელსაც აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი. ფორუმის პარტნიორია საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ. ფორუმი მიეძღვნა მოხალისეობის პოპულარიზაციას საქართველოში. ღონისძიების ფარგლებში, ასევე, გაიმართა კამპანიის „ეს ქვეყანა შენია“ პრეზენტაცია და ჟურნალისტთა კონკურსის „ჟურნალისტები სოციალური ცვლილებებისთვის“ გამარჯვებულთა დაჯილდოება. ღონისძიების დასასრულს საინტერესო პრეზენტაცია თემაზე „სამოქალაქო აქტივიზმი, მოხალისეობის კულტურა და გამოცდილება საქართველოს რეგიონების მაგალითზე“ - ჟურნალისტმა და რეჟისორმა გოდერძი შარაშიამ წარადგინა.
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი (EU), ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი (KAS)“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)