თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: დომინანტური მზერა - აჭარის მუსლიმური თემი.
„აჭარის მიმართ არსებული პოლიტიკა ეფუძნება უსაფრთხოების ხედვას, ამის არგუმენტაცია საბჭოთა ნარატივია, რომლის მიხედვითაც აჭარა თურქეთის მესაზღვრე რეგიონია, აჭარლების დიდი ნაწილი - მუსლიმი, ამიტომ აჭარა შეიძლება დიდი რისკების შემცველი იყოს. სხვადასხვა სივრცეებში გაცხადებულია ის აზრი, რომ „აჭარა უნდა დაუბრუნდეს“ ქრისტიანობას, რადგან საქართველო მარიამის წილხვედრი ქვეყანაა. ხშირია დომინანტური კულტურის და კონფესიის წარმომადგენელთა მხრიდან სოციალურ და კულტურულ სივრცეში, მათ შორის, საგანმანათლებლო დაწესებულებებში პროზელიტიზმის მცდელობები. ბევრ საერო დღესასწაულს მართლმადიდებლური სახე აქვს, რაც აჩენს განცდას, რომ შენ ვერ იქნები საერთო საზოგადოებრივი და პოლიტიკური სისტემის ნაწილი და ხარ მოქალაქეობის მეორე ან უფრო დაბალ საფეხურზე“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)