თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აქვეყნებს თამარ ხუხიას ბლოგპოსტს: მოსამართლეობის კანდიდატთა გასაუბრებები პარლამენტში - კითხვები მათ მიერ განხილული კონკრეტული საქმეების თაობაზე.
„ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში პირველად, 2019 წლის შემოდგომაზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრებები იყო ღია, შესაბამისად, პროცესს იმაზე დიდი დისკუსია მოჰყვა, ვიდრე ოდესმე. ხშირად მსჯელობდნენ დეპუტატების მიერ დასმული კითხვების მიზანშეწონილობაზე. იყო შემთხვევები, და არც ისე იშვიათად, როდესაც პრეტენდენტებს მათ მიერ წარსულში განხილული და გადაწყვეტილი საქმეების გახსენებას სთხოვდნენ. ამ კითხვებში ავტორთა კრიტიკაც იკითხებოდა. პარლამენტის წევრმა მამუკა მდინარაძემ პროცესის ერთ-ერთ მონაწილესაც კი მიმართა: ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი თქვენთვის ანგარიშის მოთხოვნას ჰგავსო. საინტერესოა, როგორია სამართლებრივი მოცემულობა, მისაღებია თუ არა, მოსამართლეს განხილულ საქმეებთან დაკავშირებით კითხვები დავუსვათ“.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)