თბილისი. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო მორიგი წარმატებული საქმის შესახებ ჩანაწერს ავრცელებს. ორგანიზაციის იურისტის ზვიად ცირეკიძის დახმარებით, მოქალაქე ინგა ბაბუნაშვილმა მართლზომიერ სარგებლობაში არსებული ბინა საკუთრების უფლებით დაირეგისტრირა. „ქუთაისის მერიამ მოქალაქეს უარი უთხრა საკუთრების მოწმობის გაცემაზე, რაც ქუთაისის საქალაქო სასამართლომ უკანონოდ მიიჩნია და მერიას ბაბუნაშვილის სასარგებლოდ ბინის საკუთრების მოწმობის გაცემა დაავალა“.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)