თბილისი. 21 იანვარს, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) მონაცემთა გაცვლის სააგენტოსთან ერთად (DEA) გამართა შეხვედრა თემაზე: ღია მონაცემების პლატფორმის - WWW.DATA.GOV.GE-ის განვითარების გეგმები და პერსპექტივები.
„ღონისძიების მიზანი იყო სამოქალაქო საზოგადოების, მედიის, ბიზნესისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლებთან ერთად განხილულიყო ღია მონაცემების პლატფორმის - WWW.DATA.GOV.GE-ის საჭიროებები, გამოწვევები და განვითარების გეგმები. საქართველოში ღია მონაცემების ხელმისაწვდომობის კუთხით მთავარი გამოწვევა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზისა და სტანდარტების არარსებობაა. სწორედ ამ პრობლემის გამო, მწირია იმ მონაცემების ჩამონათვალი, რომლებსაც საჯარო დაწესებულებები ღია და დამუშავებად ფორმატში აქვეყნებენ. მართალია, არსებობს ღია მონაცემების ერთიანი სახელმწიფო პორტალი, მაგრამ საჯარო დაწესებულებები კანონმდებლობით ვალდებულნი არ არიან ცალკეული მონაცემები ამ პორტალზე გამოაქვეყნონ და ეს მხოლოდ მათ კეთილ ნებასა და აქტიურობაზეა დამოკიდებული“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: idfi.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)