თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბლოგპოსტს: შრომით ურთიერთობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებით გონივრული მისადაგება.
„საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა და პრაქტიკა, სამწუხაროდ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შრომის ბაზარზე სათანადოდ ჩართვის პრობლემას წლების განმავლობაში ვერ აგვარებს. ამ კუთხით არაერთ გამოწვევას შორის, აღსანიშნავია, მაგალითად, სამუშაო სივრცის მისაწვდომობა, სამუშაო რეჟიმის ადაპტირება. თუმცა დისკრიმინაციის საწინააღმდეგო კანონმდებლობის განვითარების მიუხედავად, გონივრული მისადაგებაზე უარი, როგორც დისკრიმინაციის ფორმა, მასში დღემდე არ არის გათვალისწინებული“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)