თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) აქვეყნებს ბროშურას: რა უნდა ვიცოდეთ პოლიციასთან კონტაქტის დროს.
„ბროშურა მიზნად ისახავს ძირითადი უფლებებისა და დაცვის გარანტიების შესახებ პირთა ინფორმირებულობის ზრდას. მასში ყურადღება გამახვილებულია ადმინისტრაციული დაკავებისას, ნარკოლოგიური შემოწმებისას, პოლიციის მიერ პრევენციული უფლებამოსილებით სარგებლობისას, მოწმედ დაბარებისას, ქმედებების ადრესატისათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებებზე, რომელთა ცოდნაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ვითარებაში, როდესაც შესაბამისი ორგანოს თანამშრომელი არ ასრულებს კანონისმიერ ვალდებულებას და მოქალაქეს უფლებებსა და განსახორციელებელი ღონისძიების საფუძველს არ განუმარტავს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)