გურია. გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრის ოფისში გაიმართა პროექტის „ახალგაზრდები ცვლილებებისათვის“ პრეზენტაცია.
„პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების რეაბილიტაციას, მათ გააქტიურებასა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობას. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, რომელსაც გურიის ახალგაზრდული რესურსცენტრი ახორციელებს პროექტ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის განხორციელების ხელშეწყობა”-ის მცირე საგრანტო პროგრამის ფარგლებში“, ნათქვამია ორგანიზაციის გვერდზე სოციალურ ქსელში.
წყარო: ორგანიზაციის გვერდი სოციალურ ქსელში
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)