თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ გასართობ გადაცემაში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევა დაადგინა.
„25 იანვარს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემაში „გვიანი SHOW" დისკრიმინაციისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხლებლობის პრინციპების დარღვევა დაადგინა. აღნიშნული საქმე პრეცედენტულია, ვინაიდან ქარტიამ პირველად იმსჯელა გასართობ გადაცემაში ფარული კამერის გამოყენებასა და მე-10 (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის) პრინციპის დარღვევაზე. განმცხადებლის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავდა“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)