ქვემო ქართლი. 22 იანვარს, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) მარნეულის სოფლების ხულდარას, აღმამედლოს, ქვემო სარალისა და კასუმლოს სათემო ცენტრების აქტივისტებთან ერთად, იმსჯელა ამ სოფლებში იდენტიფიცირებული სოციალური, სამართლებრივი და პოლიტიკური გამოწვევების შესახებ.
„ბოლო თვეებში დემოკრატიული კვლევის მეთოდების გამოყენებით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აღნიშნული სოფლების საჭიროებები და წუხილები შეისწავლა და სოფლის მოსახლეობისა და სათემო აქვისტების მონაწილეობით სოციალური ცვლილებებისთვის მუშაობის ორგანიზებას გეგმავს. საჭიროებების კვლევა აჩვენებს ადგილობრივი თვითმმართველობის პროცესში მოსახლეობის დაბალი პოლიტიკური მონაწილეობის, სასიცოცხლო რესურსებზე (წყალი, მიწა) და საზოგადოებრივ სიკეთეებზე არასათანადო წვდომის, პოლიციის გულგრილობის, ქალთა საჭიროებების პოლიტიკიდან განდევნის და არაღიარების სერიოზულ და სისტემურ გამოწვევებს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)