en
ge

დამოუკიდებელი პროფკავშირები და უფლებადამცველები „სპარის” თანამშრომლის დაჭრის ფაქტს ეხმიანებიან

დამოუკიდებელი პროფკავშირები და უფლებადამცველები „სპარის” თანამშრომლის დაჭრის ფაქტს ეხმიანებიან

თბილისი. დამოუკიდებელი პროფკავშირები და უფლებადამცველები „სპარის“ თანამშრომლის დაჭრის ფაქტს ეხმიანებიან.

„წლებია, მომსახურების და, განსაკუთრებით, საცალო ვაჭრობის სფეროში დასაქმებულები მიუთითებენ, რომ სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ გარემოში უწევთ მუშაობა. მათი თქმით, დაცვის თანამშრომელთა არარსებობის გამო, საფრთხეები განსაკუთრებით იზრდება ღამის ცვლაში მუშაობისას. მიუხედავად იმისა, რომ დამსაქმებლებისთვის ეს საფრთხეები ცნობილი და წინასწარგანჭვრეტადია, ისინი უარს ამბობენ საცალო ვაჭრობის ობიექტები დაცვის თანამშრომლების უზრუნველყონ. თავის მხრივ, საქართველოს მთავრობისთვის „სპარის“ თანამშრომლის მათე ჯომიდავას გარდაცვალება არ გახდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმის წინაპირობა და, შესაბამისად, მან ვერ უზრუნველყო განმეორებითი შემთხვევის თავიდან არიდება.

მოვუწოდებთ საქართველოს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტს, დაუყოვნებლივ განახორციელოს „სპარისა“ და საცალო ვაჭრობის სხვა ობიექტთა შემოწმება, დარღვევების გამოვლენა და კომპანიის პასუხისმგებლობის დაყენება. ამასთან, მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს აღარ გადადოს შრომის კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა და უპასუხოს მომსახურების სფეროში არსებულ მძიმე გამოწვევებს“, ნათქვამია განცხადებაში.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)