თბილისი. ადამიანის უფლებათა ცენტრის ინფორმაციით, დღეს ქართველი მფრინავის, სოსო ოსორაულის გაუჩინარებიდან სამი წელი გავიდა.
„ამ დროის მანძილზე სახელმწიფომ არ გადადგა ქმედითი ნაბიჯები და არ გაატარა ეფექტური ღონისძიებები სოსო ოსორაულის ტყვეობიდან გამოსახსნელად და სამშობლოში დასაბრუნებლად.
ადამიანის უფლებათა ცენტრი მოუწოდებს საგარეო საქმეთა სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას: გაატარონ ქმედითი ნაბიჯები სოსო ოსორაულის სამშობლოში დასაბრულებლად. გენერალურმა პროკურატურამ გამოიტანოს დადგენილება და სოსო ოსორაულის ოჯახი ცნოს დაზარალებულად“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: www.humanrights.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)