en
ge

EMC: თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა დაუსაბუთებელია

EMC: თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა დაუსაბუთებელია

თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის (EMC) პირველად შეფასებას აკეთებს პროკურატურის მიერ, რამდენიმე საათის წინ გამოქვეყნებულ გადაწყვეტილებაზე, რომლის საფუძველზეც პროკურატურამ დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე მიმდინარე გამოძიება შეწყვიტა.

„პროკურატურის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით უნდა ითქვს, რომ გამოძიების დინამიკა და მასზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის აშკარა გავლენები, ჩვენ იმთავითვე გვიჩენდა ღრმა ეჭვს, რომ გამოძიების პროცესი ფორმალური, მორჩვენებითი და არაეფექტიანი იყო და ყოველგვარი ნდობა პროკურატურის გამოძიების მიმართ მაჩალიკაშვილების ოჯახის წევრებსა და მათ უფლებათა დამცველებს დაკარგული გვქონდა. ამის მიუხედავად, ამ პერიოდში საქმეზე მიღებული ეს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, რადგან გამოძიების პროცესში ჩვენ, როგორც მაჩალიკაშვილების ოჯახის დამცველებს, არა ერთი განცხადება გვქონდა დაყენებული სპეცრაზმის წევრებისა და სუს-ის სხვა თანამშრომლების გამოკითხვის შემდეგ იდენტიფიცირებული არაერთი არსებითი შეუსაბამობისა და უზუსტობის გამო“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

სრულად...

წყარო: emc.org.ge

სიახლეები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)

სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)