თბილისი. ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლისა და „მოსამართლეთა ერთობის თავმჯდომარის“ - მაია ბაქრაძის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მიმართა.
„„მოსამართლეთა ერთობა“ და მისი წარმომადგენლები, მათ შორის მაია ბაქრაძე, საჯარო გამოსვლებში ხშირად საუბრობდნენ კანონმდებლობაში არსებულ ხარვეზებზე და აკრიტიკებდნენ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაუმჭვირვალე, დაუსაბუთებელ გადაწყვეტილებებს. 2015 წლის 22 სექტემბერს, მაია ბაქრაძე გათავისუფლდა სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობიდან ვადის ამოწურვის გამო. 2015-2016 წლებში მაია ბაქრაძემ მოსამართლეთა შესარჩევ ორ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, თუმცა, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ორივე შემთხვევაში უარი თქვა მის მოსამართლედ ხელმეორედ დანიშვნაზე“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: emc.org.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)