თბილისი. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და მშვიდობის, დემოკრატიის და განვითარების კავკასიურმა ინსტიტუტმა (CIPDD) ადგილობრივი თვითმმართველობების საჭიროებების განსაზღვრის მიზნით კონფერენცია ჩაატარა.
„კონფერენციაზე განიხილეს ადგილობრივი თვითმმართველობებისა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობის გამოცდილება და პერსპექტივები. ინტერაქტიული მსჯელობის შედეგად გამოიკვეთა და განისაზღვრა ის პრობლემატური საკითხები და საჭიროებები, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე არსებობს“, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.
წყარო: gyla.ge
საზოგადოებრივი ორგანიზაციების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების სტანდარტები
სამოქალაქო სივრცის მიმოხილვა საქართველოში (აგვისტო 2024-ოქტომბერი 2024)